მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, დღეს 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო აქტივისტების მთავარი მოთხოვნა, პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ყველა იმ მოძალადის დაკავება და დასჯაა, რომლებიც ტვ პირველის ოპერატორს თავს დაესხნენ.
“ტვ 1-ის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტურმა ჯგუფებმა 5 ივლისს, სირცხვილიას ოფისზე თავდასხმისას სასტიკად სცემეს – დღეს გარდაიცვალა.
1. მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას;
2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას;
3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!”,-ნათქვამია განცხადებაში.