ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე კალიჯიშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს:
“ეს წუთია გავიგე და ძალიან მწუხარებით მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ახლობელია და ზოგადად საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამე არ უნდა მოხდეს და არ უნდა ხდებოდეს. სამშობლოს დაცვა სხვა რამეა ზოგადად, რომ იცოდეთ, როცა ემოციას ვერ თოკავ და სამშობლოს დაცვის საბაბით რაღაცას არასწორს აკეთებ, ეს არ ნიშნავს, რომ სწორია ეს მოქმედება. მე ვამბობ, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავინახოთ საფრთხე, რომელიც დგას მომავლის წინაშე. ამის გამოა ჩვენი აღშფოთება, დამოკიდებულება. თორემ ადამიანი რომ გარდაიცვალა და ესეთი რაღაც მოხდა, ეს არ არის ჩვენი მოწოდების ფარგლებში აბსოლუტურად. აქედან გამომდინარე ნურავინ ჩვენ ნუ დაგვადანაშაულებს. ჩვენ ვამბობთ რომ საფრთხეშია ჩვენი ქვეყანა, თქვენთვისაც საფრთხეშია. ისეთი რაღაცაც შეიძლება მოხდეს, რომ ძალით თვითონვე შექმნან ის ჯგუფები,რომლებიც ვთქვათ ძალით რაღაცებს გააკეთებენ და მერე უკვე დაგვაბრალებენ ჩვენ. იმის მაგივრად რომ ქვეყანა ქვეყნის ინტერესები და ზოგადად ადამიანის სულისთვის იბრძოლონ, ადამიანს აბრძოლებენ გაუგებარი იდეალებისთვის, რომლის შედეგადაც უამრავი პრობლემა ხდება. კომუნისტების მოსვლის დროს ცოტა იყო მსხვერპლი? როდესაც თავს მოხვევა ხდება რაღაცა ისეთი ინფორმაციისა, იდეოლოგისაა იქ ხდება ისეთი სიტუაციები, როდესაც არის დამოკიდებულება ფარგლებიდან გამოსული, ცალი მხრიდან შუქდება და მეორე მხრიდან რაც უბედურება ხდება ყველაფერი დამალულია და არავინ არ აშუქებს. არის პრობლემა ამას ვამბობ, თორემ იმას კი არ ვამბობ, რომ ეს უნდა მომხდარიყო და ვინც ეს გააკეთა მართალი და კარგი ადამიანია. უბრალოდ გამოვიდა წყობიდან რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ სამშობლოს დაცვა გვინდა და არა მოკვლა ვინმესი, რომელიც არასწორად ფიქრობს”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.