ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი):
“მრცხვენია კიდეც, საერთოდ ოჯახის წევრებს როგორ მივუსამძიმრო, მაგრამ მწუხარების მონაწილე ვარ, ვიზიარებ ტკივილს.
ეკლესია ქრისტესი, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული, როგორ შეიძლება საერთოდ ერთი სიტყვაც კი, მოწოდების, თუ ნებისმიერი კუთხით გამოიხატოს იმით, რომ…
ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი. მე ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და სამწუხაროდ, თუ ჩემი წილი არის, როგორც ეკლესიის წილი ამაში, მეც, როგორც ეპისკოპოსი, ვიღებ პასუხისმგებლობას,” – ამბობს ეპისკოპოსი საბა.