სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ლექსო ლაშქარავას ოჯახს პირადად მიუსამძიმრა, მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა:
მძიმე წუთებია, რა უნდა ვთქვა არ ვიცი. საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართალა არ მეგონა რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ მწუხარების გასაზიარებლად.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე არ უნდა დამთავრდეს. ვინც იყო პასუხისმგებელი უნდა დაისაჯოს – ამბობს სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის გარდა, ადგილზე ჯერჯერობით ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი არ მისულა.