“გადადგეს მკვლელი მთავრობა” – ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი და პარლამენტის წინ მოწყობილია სპეციალური სცენა.
საპროტესტო აქციაზე უკვე შეიკრიბნენ მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები.