მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს. ბატონო ბიძინა, თქვენ არ გაქვთ ბევრი დრო, მაქსიმუმ ხვალ დილამდე, ვიცით, რომ ადრე იძინებთ, მაგრამ იღვიძებთ ასევე ადრე, ხვალ დილამდე თქვენი ეგრედ წოდებული მარიონეტი პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს და უნდა მიყვეს მთელი მთავრობა”. – თქვა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. აქციის მონაწილეები 5 ივლისს ორკების მიერ ნაცემი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და დასჯას ითხოვენ. TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არ იქნება სწორი, გამოძიებამ ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში წინასწარ ისაუბროს ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებაზე, თუმცა გამოძიებაში ეს ვერსია განიხილება. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ო.გ. და ც.ჩ.. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.