ლევან ვასაძე განცხადებას ავრცელებს:
”
მინდა ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მეგობრებს მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო, ასევე ვთქვა, რომ მე ვილოცებ მისი სულისათვის , – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ლიდერმა ლევან ვასაძემ განაცხადა, რითაც „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფო დონეზე უნდა გაირკვეს რა მოუვიდა ლექსო ლაშქარავას და რატომ დაიღუპა ის საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ და რატომ მოხდა ეს მაშინ როდესაც „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებული კონფლიქტი ჩაწყნარებისკენ წავიდა. „მინდა ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მეგობრებს მივუსამძიმრო და თანადგომა გამოვუცხადო, ასე ვთქვა, რომ მე ვილოცებ მისი სულისათვის. სანამ მე ჩემს დაავადებას და დიაგნოსტიკას ვებრძვი, რამდენიმე დღით ბინაში გამომწერეს, თუმცა ისევ უნდა დავბრუნდე. ჩემთვის ასეთი ამბის მოსმენა უმძიმესია.
პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ აუცილებლად სახელმწიფო დონეზე უნდა გაირკვეს თუ რა მოუვიდა ლექსო ლაშქარავას, რატო დაიღუპა ის მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოიწერა. სიკვდილის პირას მყოფი კაცის არაფერი ეტყობოდა თავისუფლად დადიოდა, რატომ მოხდა ეს მაინცადამაინც მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებული პრაიდის გარშემო ხელოვნურად გაღვივებული კონფლიქტი ჩაცხრობისა და ჩაწყნარებისკენ წავიდა. რა დაემართა მას და რისგან გარდაიცვალა ის, სახელმწიფომ ზუსტად უნდა დაადგინოს“, – განაცხადა ვასაძემ. საზოგადოებრივი მოძრაობა „ერის“ ლიდერის თქმით, 5 ივლისს განვითარებული მოვლენები იმიტომ მოხდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში კელი დეგნანის ბრალია, რომელიც „მიუხედავად ჩვენი ეკლესიის და ყველა ტრადიციული, ძირითადი რელიგიის დენომინაციის ლიდერების მიმართვისა, არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა ჩვენს მთავრობას, რათა ეს პროვოკაცია ჩატარებულიყო“ „ჩემი ღრმა რწმენის და დიდი ალბათობით ლექსო ლაშქარავა ახლა ცოცხალი იქნებოდა, რომ არა ის პროვოკატორები ვინც ეცადნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ე.წ. პრაიდის დაძალებას. პირველ რიგში აქ მახსენდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც მიუხედავად ჩვენი მოქალაქეების ასიათასობით სოციალურ ქსელში მისდამი მოწოდებისა, რომ გაჩუმებულიყო და თავისი ადგილი სცოდნოდა, ასევე მიუხედავად ჩვენი ეკლესიის და ყველა ტრადიციული ძირითადი რელიგიის დენომინაციის ლიდერების მიმართვისა არ გაჩუმდა და ქაჯივით ბოლომდე აწვებოდა ჩვენს მთავრობას რათა ჩატარებულიყო ეს პროვოკაცია“, – განაცხადა ვასაძემ.