ყველა ვთანხმდებით, რომ მასწავლებლის პროფესია პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს, პედაგოგები კი ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანები არიან. თუმცა ხშირად ამის გამო მასწავლებლებს საკუთარ თავსა და საქმიანობაზე გადაჭარბებული წარმოდგენა ექმნებათ, ამიტომაც ნარცისი მასწავლებელი ჩვენ გარშემო არცთუ ისე ცოტაა.
„ეტალონი“ გაგაცნობთ ნარცისი მასწავლებლის 6 დამახასიათებელ ნიშანს:
გადაჭარბებული თვითშეფასება
ნარცისი მასწავლებლები მოსწავლეებთან და კოლეგებთან გამუდმებით თავიანთ ნიჭსა და მიღწევებზე საუბრობენ და ყოველთვის მათი უპირატესობის აღიარებას მოითხოვენ.
ზედმეტი ფანტაზიები
ისინი მუდმივად ფანტაზიორობენ მიღწევების, წარმატების, სრულყოფილი სიყვარულის შესახებ და თავიანთ მოსწავლეებსაც ასეთ ღირებულებებს უნერგავენ.
გაზვიადებული პოზიტიური წარმოდგენები საკუთარ ბავშვობაზე
როცა ბავშვებს რაღაც არ გამოსდით, ნარცისი მასწავლებლები ხშირად იყენებენ ფრაზას – „მე რომ შენხელა ვიყავი…“ – ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ ისინი უფრო ნიჭიერები და კარგები იყვნენ თავიანთი მოსწავლეების ასაკში.
გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ ღვაწლზე
ასეთები ფიქრობენ, რომ საგანმანათლებლო სივრცე, ფაქტობრივად, მათ მხრებზე დგას. მათ უყვართ მაგალითების მოყვანა, რომელი პოპულარული თუ წარმატებული ადამიანი იყო მათი მოსწავლე წარსულში და მათ მიღწევას მთლიანად თვითონ მიიწერენ. ასევე, უყვართ, ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა მოსწავლე.
სხვების ექსპლუატაცია
ასეთ მასწავლებლებს უყვართ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც კარგად სწავლობენ, პატივს კი იმ მშობლებსა და კოლეგებს სცემენ, რომლებიც წარმატებულები არიან. ასევე, მეგობრობენ იმათთან, ვინც მათთვის სასარგებლოა.
უყვართ შენიშვნების მიცემა სხვებისთვის
ნარცის პედაგოგებს უყვართ თავიანთი მოსწავლეების კრიტიკა. ისინი გარშემომყოფებისთვის არც უხეში შენიშვნების მიცემას ერიდებიან.