“ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტის” საგრანტო პროექტის პრეზენტაცია

დღეს სასტუმრო „სემის“ დარბაზში, პანდემიის ფარგლებში დაცული რეგულაციებით, „ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტის“ ( ყოფილი გურიის ახალგარდული რესურსცენტრი) წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის დირექტორმა თამარ ღლონტმა და პროექტის კოორდინატორმა ოთარ რევიშვილმა მოწვეულ ბიზნესებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის – SECTORs” ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციაზე ისაუბრეს პროექტის დეტალებზე. მის მიზნებზე და განხორციელების გზებზე. სტრატეგიული გრანტების პროგრამის მიზანია ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება, რათა რეგიონში დასაქმების შესაძლევლობებს ხელი შეეწყოს. გურიის რეგიონზე გამოყოფილი მთლიანი საგრანტო ფონდი 12 000 ევროს შეადგენს. თითოეული სუბიექტისთვის გასაცემი თანხა კი 2500 – დან 6000 ევრომდეა. უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით ახორციელებს.

#EU4Georgia

#skills4jobs

#ici

#დემოკრატიისინსტიტუტი

#instituteofdemocracy

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share