სექსუალური განათლებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ეროვნულ სასწავლო გეგმაში – როდიდან იგეგმება სკოლებში ახალი საგნის დამატება
დღეს, 21:50 1086
უფლებადამცველები წლებია სკოლებში სექსუალური და რეპროდუქციული განათლების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობენ. “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” კი ამ მოთხოვნით უკვე სასამართლოს მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი ადრესატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა. მათი სარჩელი უწყებას ავალდებულებს სქესობრივ სწავლებასთან დაკავშირებული პრაქტიკა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში დანერგოს. იგეგმება, თუ არა უახლოეს მომავალში სასწავლო გეგმაში ცვლილებების შეტანა – განათლების სამინისტრომ “კურიერს” წერილობით უპასუხა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ნაადრევ ქორწინებასთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, უკვე გადანაწილებული ექვსს სახელმძღვანელოში.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით.