“სახე დღევანდელი ხელისუფლების, ვინმე პაპუაშვილი. საერთოდ საიდან მოვიდა ეს კაცი? დღეს დავდე ფოტოები – მე, ეკა კვესიტაძე, მათე კირვალიძე, ჟურნალისტების აივანი რომ იყო, იქ ასე ვდგევაღტ და ვაშუქებთ. იმ აივანზე არ დავბადებულვართ, მაგრამ იქ გავიზარდეთ და დღეს აღარ გვიშვებენ. აი, ეს ვიღაც პაპუაშვილი მოვა, თმებში ხელს მოგკიდებს, ან რაც თინა ბოკუჩავას უქნა, აკადრა, უნამუსო, თავხედი კაცი და გაგათრევთ. აი, გყავდეთ, ვისაც არ გინდათ სიმართლის დანახვა, მართლა ყოფილხართ ღირსები, რომ პაპუაშვილი გყავდეთ კოლექტიური”.
განაცხადა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ მთავარის ეთერში. 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირბეით შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში უნდა წარმდგარიყო დეპუტატების წინაშე. თუმცა, ოპოზიციამ გომელაურს ამის საშუალება არ მისცა. პარლამენტში დაპირისპირებაც მოხდა. ერთერთ მომენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან მისული თინა ბოკუჩავა პაპუაშვილმა ძალის გამოყენებით გამოათრია ადგილიდან.