ციციშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ჩვილი კორონავირუსის დელტა შტამით იყო ინფიცირებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულად ფასდებოდა.
როგორც ცნობილია, ბავშვი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.
კლინიკაში რჩება კიდევ ერთი ჩვილი, რომელის მდგომარეობა სტაბულურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
წინა კვირას, ამავე კლინიკაში მოთავსებული, კოვიდინფიცირებული 25 დღის ჩვილიც გარდაიცვალა.