“ამოუვიდა ამ ხალხს უკვე ყველაფერი ყელში, ცვლილებებს ითხოვენ” – რა უთხრეს დღეს ოზურგეთში ანა დოლიძეს?

“მორიგ ჯერზეც დავრწმუნდი, რომ გურია არის აბსოლუტურად მიუხედავი რეგიონი. რეგიონი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, გინდა საკურორტო, გინდა ტურისტული, გინდა თხილი, ჩაი, რაც გნებავთ… გამორჩეული, განათლებული ხალხი და ეს მხარე ერთ- ერთ უღარიბეს რეგიონად რჩება. რაც მე დღეს შეხვედრების დროს მოვისმინე- ზედმიწევნით განაწყენებული და უკმაყოფილო ხალხი. “ოცნებას” სხვა შანსი არჩევნებზე რომ მოიგოს ნამდვილად არა აქვს, ისევ თუ არ გააყალბეს”-უთხრა” გურიის მოამბეს” მოძრაობა” ხალხისთვის” დამფუძნებელმა, ანა დოლიძემ, რომელიც დღეს გურიას, კერძოდ კი ოზურგეთს სტუმრობდა.
ადგილობრივებთან შეხვედრისა და მათთან საუბრების შემდეგ, ანა დოლიძე დარწმუნებულია, რომ ხალხი აბსოლუტურად მზად არის დაასრულოს არა მხოლოდ “ოცნება”, არამედ საქმის კეთების ნაცვლად ლანძღვა, გინებისა და ზიზღის სახით მათ თავს მოხვეული “სანახაობა პურის გარეშე”:
“დღეს რამდენიმე ქალბატონი შემხვდა და ამას ამბობდნენ, რომნ -” აღარ შეგვიძლია ამდენი სიძულვილი”, რასთანაც ასოცირდება დღეს ქართული პოლიტიკა. დიახ, ის არცასოცირდება დღეს საქმესთან, არ ასოცირდება დასაქმებასთან. სიტყვა საწარმოს რომ ახსენებ, ხალხს ეცინება ირონიულად და სევდიანად.
რეალურად ამ ხალხმაც ხომ იცის, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება აქ, თუ ამის ნება იქნება, თუნდაც თხილის წარმოების კუთხით, რომელიც უძვირესი რესურსია. ამიტომაც არის ხალხის განწყობა სიახლის მოთხოვნასა და საქმის კეთებაზე.
“-ამბობს დოლიძე, რომელიც ასევე მოსახლეობის ნაწილში არსებულ შიშის ფაქტორს უსვამს ხაზს, რაც მმართველი პარტიის მხრიდან საარჩევნო პერიოდში გამოყენებულ სხვადასხვა ბერკეტს უკავშირდება:
“ოცნება” რაზე დგას- ფულზე, მოსყიდვაზე, დაშინებაზე. რატომ არ იღებს ხალხი სოფელში შეხვედრების დროს ფოტოებს იცით? აი, ვეკითხები ამაზე, რომ ვინმე საჯარო მოხელე ხართ? დასაქმებული ხართ? და მპასუხობენ-“სოციალურ დახმარებას შეგვიწყვეტენ”. მე ზუსტად ვიცი ამათი ბნელი მეთოდები- ემუქრებიან, აშინებენ ხალხს ან სოციალურით, ან თუ ვინმეს პატიმარი ჰყავს, ან ნასამართლევი…
აი, ამით აპირებენ ესენი არჩევნების მოგებას და ფულით, რაღაცეების დარიგებით”
ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ რა ბერკეტი რჩება ოპოზიციას არჩევნების მოსაგებად და თავად საზოგადოებაში არის თუ არა მზაობა იმისთვის, რომ იბრძოლოს ცვლილებებისთვის, ანა დოლიძე ასე გვპასუხობს:
“ამათმა დაამკვიდრეს ნიჰილიზმი საზოგადოებაში, რომ არაფერი არ იქნება, არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გადავტეხოთ ჩვენი რწმენით და ბრძოლით. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ შესაძლებელია.
ამოუვიდა ამ ხალხს უკვე ყველაფერი. რითი ცხოვრობს ქართველები დღეს? ემიგრანტებისგან გადმორიცხული თანხებით. სამსახურები აქვთ, შემოსავალი თუ რა? ჩვენ დღეს ვებრძვით კრიმინალს, ნარკოდამოკიდებულებას… შესვეს ჩვენი ახალგაზრდობა პლანზე. ეს ხომ სპეციალურად გაკეთდა? სამუშაოს მაძიებელი, გაბრაზებული ადამიანი წავიდეს, მოწიოს, დალიოს და იყოს უუნარო და მოთენთილი.
და ბოლოს, რა ძალებით და რესურსით აპირებს პარტია “ხალხისთვის” ადგილობრივ არჩევნებში ჩართვას, ანა დოლიძე გვპასუხობს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ კადრების შერჩევას უთმობს და მომავალ საკრებულოებში მათი კანდიდატების სიმრავლეშიც დარწმუნებულია:
“კანდიდატები აუცილებლად ყველგან გვეყოლება, სიებს წარვუდგენთ იქ, სადაც დარწმუნებული ვართ, რომ გვყავს მებრძოლი ხალხი. ჩვენ გვინდა დავასრულოთ ქოც-ნაცობა, ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ შევალთ საკრებულოში. ყველგან იქნება ხალხის ხმა და აი, მერე იქ იქნება ბრძოლა.
“-უთხრა პარტიის ლიდერმა” გურიის მოამბეს”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share