კურორტ ბახმაროში, დღეიდან, საყოველთაო ტესტირება დაიწყო.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება, შაბათ_კვირის გარდა, ყოველდღე ჩატარდება და ნებისმიერ მსურველს ანტიგენის ტესტებს გაუკეთებენ.
ტესტირებები 11 საათიდან 16 საათამდე ამბულატორიის შენობაში ჩატარდება.