“ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი” – თეა წულუკიანის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის გამოგლეჯასა და შეურაცხყოფის მიყენებას არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება.
ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, რომ “ასეთი სიზუსტით არაფერი არ გადმოსცემს ქართული ოცნების სახეს”.
მეგობრებო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უკვე ფსიქიატრიაა და მართალიც იქნება. მაგრამ, უბრალოდ შეხედეთ ამ არსების ორმაგ სახეს – ჯერ შეშლილი მოძალადის და შემდეგ ცინიკურ ღიმილაწებებული მოძალადის. ასეთი სიზუსტით არაფერი არ გადმოსცემს ქართული ოცნების სახეს, – წერს ნიკა გვარამია.