გთავაზობთ მოდელს, სადაც იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი – ელენე ხოშტარია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისი საარჩევნო კამპანია იდეების ჭიდილზე იქნება ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ იმ მოდელს, სადაც იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი, სადაც ადამიანის ჩაგვრა, უსამართლობა გამოირიცხება და ეს არის კოალიციური მმართველობის ფორმა, ერთიანობა არ უნდა იყოს დანაშაულში შეთქმულთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სასამართლოში, პარლამენტში და ოცნების ბევრ სხვადასხვა ნაწილში.

მე და ნიკა ვართ ერთიანი ამ ბრძოლაში, მაგრამ ვართ და ვიქნებით ერთმანეთის კონტროლზე მიმართული, ქვეყნის თუ ქალაქის მმართველობაში”- თქვა ხოშტარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share