20 წელი გიორგი სანაიას მკვლელობიდან – 2001 წლის 26 ივლისს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი საკუთარ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაცვლილი იპოვეს.
მისმა მკვლელობამ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გამოიწვია. ამ ფაქტს საზოგადოება პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდა. საქმე ამ დრომდე ბოლომდე გამოძიებული არ არის. ოფიციალურ ინფორმაციაში არაერთი საეჭვო გარემოება არსებობს.
ჟურნალისტის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ხურცილავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2003 წლის ცხრა ივლისს დამნაშავედ სცნო და თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა 2013 წელს, მაშინ, როდესაც ბრალდებულს საპატიმროდან გამოსვლამდე ერთი წელი და რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი, გიორგი ხურცილავა, იგივე “გრეცკო”, “ოცნების” მასშტაბური ამინისტიის სიაში მოხვდა და ახლა მკვლელი თავისუფალია.
გიორგი სანაიას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში “ღამის კურიერი” მიჰყავდა.