“ილიაც ესაა და აკაკიც…” – ლაგოდეხის მერმა ბავშვთა სახელმძღვანელოში საკუთარი ფოტო განათავსა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა ბავშვთა სახელმძღვანელოში საკუთარი ფოტო განათავსა.

განთავსებული ფოტო-ფაქტი ენმ-ს წევრმა ნიკა ნოზაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ნოზაძემ პოსტში დაწერა, ლაგოდეხის მერმა საკუთარი თავი ილიასა და აკაკის გაუთანაბრა:

“ლაგოდეხის მერმა, ბავშვთა სახელმძღვანელოებში, თავისი ფოტო გამოაჭიმინა და ისე დაარიგა

იქ, ილიაც ესაა და აკაკიც.

მაგარი გადარჩენილები ვართ, რომ ბიძინა ამას არ გავს” – წერია ნოზაძის პოსტში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share