“მე არ ვიცი, რამდენჯერ შეიძლება პირადი ისტორიის საჯაროდ გამოქვეყნება, იმისთვის რომ საბოლოოდ “სამშობლოდან გაქცეული”-ს კი არა – “გამოძევებული”-ს სტატუსით ვისარგებლო?
მე არსად გავქცეულვარ! გამომაძევეს და ამ გამოძევებისთვის საჯარო ბოდიშიც მომიხადა 15 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა.
გამომაძევეს გოგა ხაინდრავასთან, სოზარ სუბართან და კიდევ სხვა რამდენიმე პირთან ღია დაპირისპირების გამო, რომლებიც ნაცების ერთგულ გუნდში მოისაზრებოდნენ. სწორედ მათ აღმართეს პირველი მახვილი მიშას წინააღმდეგ.
და ბოლოს: აღარ ვაპირებ ამ სიტყვას გული და ნერვები შევაჭმევინო.
ერთ რამეს გირჩევთ – “გაიქეცით” ყველა, ვისაც შეგიძლიათ თუნდაც ერთი ადამიანისთვის სიცოცხლის ჩუქება!!!
ჩემს ანგარიშზე ასეთი უამრავია და ეს, როგორც თქვენ მიწოდებთ “გაქცეულმა” შევძელი”.
წერს საფრანგეთი – საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი “ფეისბუქ” გვერდზე.