დედამიწაზე რეკორდული სიცხეები იქნება – მეცნიერთა საგანგაშო დასკვნა

დედამიწაზე ტემპერატურის მატების სიჩქარე იზრდება, რაც გამოიწვევს იმას, რომ უახლოეს ათწლეულებში გრძელვადიანი სიცხეების ინტენსიური პერიოდები დაფიქსირდება. ინფორმაცია ამის შესახებ ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის კვლევაზე ვრცელდება.

”მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ სიცხის უფრო რეკორდული პიკისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც ტემპერატურის წინა რეკორდებს ბევრად გადააჭარბებს”, – განაცხადა კვლევის მონაწილემ, ერიკ ფიშერმა.

კვლევის დროს მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ანომალიურად ცხელი ამინდის პერიოდები, შესაძლოა, სათბურის გაზების გამოყოფასთან იყოს დაკავშირებული. რაც უფრო მაღალია გაზების გამოყოფა, მით უფრო ხშირია სიცხის პერიოდები.

მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს, რომ დედამიწა ათწლეულის განმავლობაში 0.18 გრადუსით თბება. ეს უფრო სწრაფია, ვიდრე წინა 40 წლის განმავლობაში დაფიქსირდა. მეცნიერთა თქმით, ეს დასკვნები სათბურის გაზების ემისიის შემცირების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ ამჟამინდელი ზომები, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი, რადგან სათბურის გაზები დედამიწის კლიმატს სწრაფად ცვლის.

resonancedaily.com

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share