დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას გახარიას გუნდში გადასულ სამსახურის უფროსს _ გურია სკანდალების მოლოდინში

“ყველა თავის გზას თვითონ ირჩევს გოგი , არც ვინმე იზღუდება და იჩაგრება, საკუთარი არჩევანის გამო, როგორც წინა წლებში, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ,,ქართული ოცნებიდან,, გინდოდა კენჭის ყრა. რადგან მერიის სამსახურის უფროსი იყავი, სხვასაც მივცეთ შანსიო გითხრეს… ასე რომ ხალხზე ზრუნვიდან გადახვევა, არაფერ შუაშია…. თუ იწყებ სიმართლით დაიწყე“ _ ასე პასუხობს ჩოხატაურის მერი და პარტია „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა, მერიის აქრიტექტორის სამსახურის უფროსს, გოგი ბოლქვაძეს, რომელმაც დღეს დილით, სოციალური ქსელით „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი „მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელების მხრიდან სწორი კურსიდან გადახვევაა». კუჭავა ამბობს, რომ გარდა იმისა, რაც ბოლქვაძეს სოციალურ ქსელში მისწერა, სათქმელი არაფერია. ჩოხატაურის მერი არ პასუხობს კითხვას, დაატოვებინებენ თუ არა თანამდებობას ბოლქვაძეს პარტიიდან წასვლის გამო: _ მცირე კომენტარი გავაკეთე მის პოსტზევე და არ ვთვლი თემას მნიშვნელოვნად, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ. კითხვაზე, ელის თუ არა გუნდიდან სხვა პირების წასვლას, კუჭავა გვპასუხობს, რომ არა. თუმცა, „გურიის მოამბის“ ინფორმაციით, მალე, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის რიგებს კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ოცნებიდან გახარიას გუნდში გადასვლის გამო, ბევრ ადამიანს თანამდებობეს დაატოვებინებენ და ეს მხოლოდ ჩოხატაურში არ მოხდება. რაც შეეხება უშუალოდ ჩოხატაურს, წყაროს მტკიცებით, 3 თანამდებობის პირი მმართველი გუნდის დატოვებისთვის უკვე მზადაა.

“ოცნების” დაშლა გრძელდება – ჩოხატაურში მმართველი პარტიიდან გახარიას გუნდში გადასვლა დაიწყო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share