პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსით არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას “ალიას” გარდაცვლილის ახლობლები უდასტურებენ.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა აღნიშნავს, არქიმანდრიტი კლინიკაში მძიმე გართულებებით შეიყვანეს და მას კორონავირუსის საკმაოდ მძიმე ფორმა ჰქონდა.
იოაკიმე ასათიანი რეანიმაციაში, დღეს დილით გარდაიცვალა.
ის 92 წლის იყო.