ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თოომას ჰენდრიკ ილვესი “ოცნების” მიერ მისელის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკასა და დასავლურ ქვეყნებს მოთმინება გამოელიათ.
მისი თქმით, საქმე სერიოზულადაა:
“გაბრაზებული საკმაოდ მძიმე ტერმინია. არასდროს მინახავს ის საელჩოს განცხადებაში გამოეყენებინოს.
სიმართლე რომ ვთქვათ, ამერიკას მოთმინება გამოელია, ისევე როგორც სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებიც ამ დრომდე ზრუნავდნენ საქართველოზე.
ეს სერიოზულია. გამოფხიზლდით”, – წერს ილვესი.