„ნაცმოძრაობამ“ ხელი გინდ მოაწეროს, გინდ არა, მათი რევოლუციური სცენარი არ შეცვლილა – ნებისმიერი საკითხი, ეხება ეს ვალუტის კურსს, პანდემიას, ფაროსანას, თუ სხვა ვითარებას, თუნდაც ადამიანების გარდაცვალებას, გააფთრებით ცდილობენ დესტაბილიზაციისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არც ერთი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ „ნაცმოძრაობამ“ თავისი სტრატეგია შეცვალა. 2014 წლიდან მოყოლებული მუდმივად რევოლუციურ სცენარზეა ლაპარაკი და როგორც კი ხელი მოეწერა ამ დოკუმენტს ჩვენი მხრიდან, როგორც კი პარლამენტში შემოვიდნენ, იმ წუთშივე ნათელი გახდა, რომ ეს დოკუმენტი დამატებით მექანიზმად გამოიყენება იმისათვის, რომ დესტაბილიზაციას შეუქცევადი ხასიათი მისცენ. მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე პერსპექტივა არსებობს ამ სტრატეგიის შეცვლისა, თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, მოუსმინოს, რა განცხადებებს აკეთებს სააკაშვილი და რა განცხადებებს აკეთებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები,“ – განაცხადა ვოლსკიმ.