“კორონავირუსი არსად წავა,ის შენარჩუნდება გარემოში და განაგრძობს მუტაციას”-პენტაგონის მთავარი ექიმი

პენტაგონის მთავარმა ექიმმა, გენერალ-ლეიტენანტმა რონალდ პლეისმა განაცხადა, რომ პანდემიისთან ბრძოლის ინტენსიური კამპანიის მიუხედავად, კორონავირუსი არსად წავა.

მისი თქმით, სხვა ვირუსების მსგავსად, COVID-19 “იქნება ჩვენი რეალობის ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში.”

ამის შესახებ მან მერილენდში “ზღვა-ჰაერო-კოსმოსი” კონფერენციაზე თქვა.

პლეისმა თქვა, რომ კორონავირუსი, რომელიც იწვევს COVID-19 და სხვა მსგავს ვირუსებს, სავარაუდოდ, შენარჩუნდება გარემოში და განაგრძობს მუტაციას.

მისი შეფასებით აშშ-ში ვირუსთან დაკავშირებული ვითარება ამჟამად “ნორმალურია და არა შესანიშნავი”.

”მე ვფიქრობ, რომ ბევრ ჩვენგანს სჯერა, რომ COVID-19 გაქრება, მაგრამ ეს არის მცდარი მოსაზრება. ის არ გაქრება, ისევე როგორც არ ქრება გრიპი. ბევრი ვირუსი მუტაციას განიცდის და აკეთებს იმას, რაც მათ კვებავს და შენარჩუნებაში ეხმარება”,- თქვა გენერალ-ლეიტენანტმა.

მისი თქმით, სამედიცინო კვლევები არის გაუმჯებესების საუკეთესო პროცესი, ვაქცინა კი, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც “ბიოლოგიური დამცავი”.

გენერლის შეფასებით, ვაქცინების მხრივ დიდი პროგრესია მიღწეული, “ვფიქრობ, ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როდესაც მუდმივად კოვიდ19-ზე არ ვისაუბრებთ”.

ამასთან, მან თქვა, რომ ასეთი სიმშვიდე ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს დადგეს.

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share