პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე სკანდალში გაეხვა-მას ოზურგეთელები სიცრუეში ადანაშაულებენ
თალაკვაძემ, რომელიც ოზურგეთში საკუთარი ძმის მხარდასაჭერად იმყოფება (ავთანდილ თალაკვაძე “ქართული ოცნებიდან” ოზურგეთის მერობის კანდიდატია) და საკუთარი ძმის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა სურათები თუ როგორ თამაშობს ის კალათბურთს ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის ეზოში ახალგაზრდებთან მათ შორის შშმ პირთან ერთად და დაწერა:
“ჩვენი სკოლა ოზურგეთში ბავშვებმა კალათბურთის სათამაშოდ დაგვპატიჟეს”
მანამდე კი ,ერთერთმა იქ მყოფმა ნიკოლოზ ბეჟუაშვილმა, ასევე ფეისბუკში დაწერა:
“დღეს კალათბურთს ვთამაშობდი. მოვიდნენ ქართული ოცნების წევრები და გუბერნატორი, მოგეხსენებათ მე ეტლით ვთამაშობდი (შშმ პირია=შენიშვნა რედ:) ჰოდა გადაიღეს ულევი ფოტო ეტლის ფონზე და დადებენ კიდეც. ქართული ოცნების მხარდამჭერი არ ვარ. “გირჩის” წევრი ვარ იცოდეთ ყოველი შემთხვევისათვის”.
ირკვევა, რომ თალაკვაძე და მასთან ერთად გურიის გუბერნატორი კი არ დაპატიჟეს არამედ სრულიად უცხო ადამიანებთან მივიდა და მათი წინასაარჩევნოდ გამოყენება სცადა.