Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 189 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 832 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 466 326-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.52%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 310 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 412 420-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 279 პირი ემსხვერპლა.