საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის გადაწყვეტილბა შეზღუდვებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს გააცნო: 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში იმოქმედებს შეზღუდვები:
- შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;
- სრულად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც იმართება საერთაშორისო ეგიდით;
- იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშობა;
- კვების ობიექტების მუშობა, ნავლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;
- საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 49 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 310 პაციენტი. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე ვრცელდება