“რა დროს ცეკვაა, რა გემღერება, ამდენი ადამიანი გეღუპება ყოველდღე”

“მაგრად უნდა მოსთხოვო მოსახლეობას ყველა რეგულაციის შესრულება. არ უნდა ჰქონდეს ვიღაცას უფლება, დაიკიდოს ჩემი ჯანმრთელობა, როდესაც არ იკეთებს ნიღაბს და არ იცავს დისტანციას. ქორწილებს იხდი, მართავ კონცერტებს, დადიხარ კლუბებში და ცეკვავ, რა დროს ცეკვაა, რა გემღერება, ამდენი ადამიანი გეღუპება ყოველდღე და გლოვის დღეები უნდა იყოს ქვეყანაში. ძალიან პატივს ვცემ ყველა დაღუპულს, ვინც ავღანეთში და სხვა ცხელ წერტილებში დაიღუპა, ორი ჯარისკაცის სიკვდილზე გლოვის დღე ცხადდებოდა ქვეყანაში და ეს სწორია, დღესაც, როცა დღეში 50-ზე მეტი გარდაცვლილი გყავს, არ უნდა გამოაცხადო გლოვის დღეები? 6000 ადამიანია უკვე გარდაცვლილი, საშუალოდ, დღეში 40 კაცი იღუპება, ეს კატასტროფაა, რა შეხვედრები გვინდა ამ დროს, თუ აუცილებელია, ონლაინ საუბრები უნდა იყოს, ან ძალიან აუცილებლობის შემთხვევაში, 5 კაცზე მეტი არ უნდა შეიკრიბოს. იქაც ყველა ზედმიწევნით უნდა იცავდეს წესებს. რაც ხდებოდა წურწუმიას კონცერტზე, ეს საშინელება იყო. ამდენი ხალხი და – არავის ეკეთა პირბადე. თუ უნდათ რომ ქვეყანა გაანადგურონ, მე არ მინდა. ამიტომ ვალდებულნი ვართ, ძალიან მაგრად მოვთხოვოთ იმ ადამიანს, ვინც არ იცავს, დაიცვას წესები. არანაირი ადამიანის უფლებების დარღვევა, რა ადამიანის უფლებებზეა საუბარი, როდესაც შენ ხარ საფრთხე. როცა ხარ აცრილი, შენ არ იკავებ საწოლ-ფონდს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის სიცოცხლეს უფრო სჭირდება დახმარება და გადაარჩენ”-აცხადებს გუგული მაღრაძე” კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share