„ლეიბორისტული პარტია“ მიმართავს სასამართლოს, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს და გაუქმდეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე აკრძალვის გადაწყვეტილება,“ – განაცხადა დღეს, 16 აგვისტოს, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც შესაბამისი განცხადებით საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ცნობისთვის: მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ქვეყანაში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ახალი რეგულაციები დაწესდა. შეზღუდვები შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.
„ლეიბორისტული პარტია“ მიმართავს სასამართლოს, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს და გაუქმდეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე აკრძალვის გადაწყვეტილება, ვითომ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიღებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, აგვისტოს სიცხეში ხალხი გამოსაკეტად, მათ გასაწყვეტად, შესაშინებლად, მიტინგზე არ გამოსასვლელად და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”,- თქვა შალვა ნათელაშვილმა.