“რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას, დაახლოებით 2 კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. შედეგებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, საბჭოს წარუდგენს არსებულ რისკებსა და შედეგებს, რის შემდეგაც საბჭო ერთობლივად იმსჯელებს სწავლის განახლებასთან მიმართებით, რა მიდგომები იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.