ურეკის პოლიცია მორიგ სკანდალში გაეხვა.
წუხელ, გვიან ღამით, გალფის ბენზინგასამართ სადგურზე, ზუსტად პოლიციის შენობის წინ ინციდენტი მოხდა.
ორმა ახალგაზრდამ, რომლებსაც საწვავის ნისიად ჩასხმა სურდათ და უარმა გააღიზიანა, ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სალარო აპარატი დაამტვრია.
როგორც გვითხრეს, პოლიციამ, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი მათი შენობის წინ მოხდა, მისვლა დააგვინა და დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, პირები დადგენილები არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.