საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რიცხვი ყოველთვიურად იზრდება.
მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 66 609 ადამიანით გაიზარდა და 2021 წლის ივლისში 622 266 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი საარსებო შემწეობას 487 790 ადამიანი იღებდა. ზრდა 27,5%-ია.
გაიზარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ივნისში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 1 054 567-ს, ივლისში კი 1 059 422-ს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს საქართველოში 3 728 600 ადამიანი ცხოვრობს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თითქმის ყოველი მე-6 ადამიანი ღატაკია და ფულად შემწეობას სახელმწიფოსგან იღებს, თითქმის ყოველი მე-3 კი ფიქრობს, რომ ღარიბია და მას დახმარება სჭირდება.