დიმიტრი ვანიძე და კინტო
გურიიდან თბილისში ყაბალახით ჩამოსულმა დიმიტრი ვანიძემ რუსთაველზე (მაშინდელი გოლოვინსკის პროსპექტზე) გასეირნება გადაწყვიტა. ასე, თავზე ყაბალახწაკრულმა გაიარ-გამოიარა და მიტროფანე ლაღიძის წყლის),მირთმევა რომ გადაწყვიტა, ვიღაც თბილისელმა კინტომ ღიმილით ჰკითხა – ძიაჯან, თავი ხომ არა გტკივაო. დიმიტრი ვანიძემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და იმ გაღიმებულ კინტოს ისეთი მუშტი უთავაზა, რომ კინტო გოლოვინსკზე გაიშხლართა, მაგრამ მაშინვე წამოხტა და დიმიტრი ვანიძეს ხულიგნობისთვის უჩივლა. ბატონი დიმიტრი დააპატიმრეს და ჰაუპტვახტაზე მიაბრძანეს (სადაც ახლა კინო რუსთაველია, იქ იდგა მაშინ ჰაუპტვახტი), მაგრამ მალევე გაუშვეს, რადგან ქართველებმა თავდების გამოსასყიდი გადაიხადეს. მალევე შედგა სასამართლოც, სადაც გაკვირვებული კინტო მოსამართლეს მონდომებით უხსნიდა: ერთიც ვნახოთ მოვდივარ გოლოვინსკზედ და რასა ვხედავ – კაცს თავი აქვს ქალივით წაკრული და ოხრამს, რა უნდა მეფიქრნა, ზნაჩიტ თავი სტკივა, ეგრე არ არის?
ზაფხული იყო და ივლისის ბოლოს კი თბილისში, ზოგჯერ, კამიუს სიცხეც კი დგება ხოლმე და იქნებ დიმიტრი ვანიძეც ამ სიცხის გამო ოხრავდა, თუმცა მოსამართლე იმ თბილისელ კინტოზე ნაკლებად გაკვირვებული როდი იყო – თუ ბრალდებულს მართლა სიცხე აწუხებდა (ანუ ცხელოდა), მაშ თავწაკრული რატომ დაუყვებოდა ისედაც დახუთულ გოლოვინსკსს?
თავის მხრივ გაკვირვებული იყო დიმიტრი ვანიძეც, რადგან გურიასა და აჭარაში (ან სხვაგან, დასავლეთ საქართველოში) ყაბალახთავშეკრული კაცის ნახვა, განა რა გასაკვირი იყო, თუნდაც, ზაფხულში, ივლისის ბოლოს?
ამიტომაც მოსამართლე ცოტა დაბნეული ჩანდა, რადგან იურიდიული განათლება ლაიპციგის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული და არც გურიაში, არც აჭარაში (და საერთოდ დასავლეთ საქართველოში) ნამყოფიც არ იყო. სამაგიეროდ, ქართველი სტუდენტები გურიიდან, აჭარიდან თუ იმერეთიდან (საერთოდ დასავლეთ საქართველოდან).
1862 წლის ფოტო – დიმიტრი ვანიძე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა