გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 და 24 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.
25-26 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რეგიონში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოში +31, + 36 გრადუსი იქნება.