რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან ირაკლი ბაღდავაძე – თბილისის მერიაში განმარტავენ

“ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა. თბილსერვის ჯგუფის მიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთაღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ბაღდავაძის თქმით კი ის სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ მერიაში არსებულ კორუფციაზე ხმამაღლა საუბარი დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share