ღომის ციხის მთის უძველესი ციკლოპური მიწისქვეშა ნაგებობები და „ვარდის ქვის“ ქვასვეტი
არიანეს პერიპლუსის (მე-2 საუკუნე) მიხედვით დღევანდელი აჭარისა და გურიის სანაპიროს რომალები აკონტროლებდნენ, ხოლო ხმელეთის სიღრმეში ცხოვრობდნენ ძიდრიტები კოლხურ-ლაზური ტომი, რომლბიც იბერიის მეფეს ფაქრსმანს ემორჩილებოდნენ. პროკოფი კესარიელის (მე-6 საუკუნე) მიხედვით რიონის მარცხენა ნაპირი პრაქტიკულად დაუსახლებელი იყო და უღრან ტყეებს ეკავათ. რამდენაც ცნობილია გურიის ტერიტორიაზე ცნობები ძრითადად ბიზანტიელებისა და სპარსელების დაპირისპირების (მე-4 საუკუნე) დაწყებან იწყება, სწორედ ამ დაპირისპირების მნიშვნელოვან ნაწილს ეგრისის 20 წლიან ომს აღწერს პროკოფი კესარიელი. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით გურიის აღმოსავლეთით მდებრე ციხესიმაგრეები ასკანა, ბუკისციხე, ღომის ციხე და ა.შ. სწორედ ამ პერიოდში უნდა იყოს აშენებული, ასევე ამ პერიოდში უნდა იყოს აშენებული შუხუთის და ტოლების ციხეები, რომლებიც შორაპნის და სკანდეს ციხესთან ერთად ქმნიდნენ ბიზანტილების დამცავ და სასიგნალო სიმაგრეთა ჯაჭვს. ასევე მათი აზრით ვაშნარის სიმაგრეც და სამინსინერო საეკლესიო ცენტრიც ამ სისტემის ნაწილი იყო და დღევანდელ გურიაში უღარანი ტყეების დასწყისში სწორედ ვაშნარი გახლდათ, ამასთანავე მდინარე ისისი (ნატანები) არიანეს აღწერით სანაოსნო გახლდათ და სავარაუდოდ ნავიგაციის ბოლო პუნქტიც ვაშნარი უნდა ყოფილიყო. არიანეს მიხედვით ასევე სნაოსნო იყო დინარე მოგროსი (სუფსა), რომლის ნავიგაციის ბოლო პუნქტი დღევანდელი ძიმითი-ნაგომარი უნდა ყოფილიყო.
ზემოხსენებულის დაზუტებით თქმა დღეისათვის შეუძლებელია და საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს ციხესიმაგრები კეტავდნენ იმ ხეობებს, საიდანაც შესაძლებელი იყო აღმოსავლეთი მხრიდან გურიაში ანუ დასავლეთ საქართველოში შესვლა და ასევე ფაქტია, რომ საფრთხესაც ამ მხრიდან ელოდნენ და იმიტომაც აშენებდნენ ციხესიმაგრეებს, რომელთა თანმიმდევრულ განლაგებასაც მაშინ აქვს აზრი თუ ერთობლიობაში იცავენ გარკვეულ ტერიტორიას.
როგორც ირკვევა სოფელ ზოტის მიმდებარედ არსებულ „ღომის ციხეს“ და ზოგადად ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს გურიის ისტორიისათვის. ამჟამად ციხესიმაგრე დანგრეულია და შემორჩენილია დიდი ფლეთილი ქვებით ნაშენი მისი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ორი სამი მეტრის სიმაღლის კედლის ნაწილი. ჩრდილოეთის მხარეს გალავნის ცენტრალური ნაწილის კედელი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთით გალავანს კი მიშენებული აქვს კედლის სამაგრი ბურჯი საიდანაც ციხეს შესასვლელი უნდა ჰქონოდა.
მთა რომელზეც დგას „ღომის ციხე“ 1932 წელს დაუთვალიერებია პროფესორ ი. მეგრელიძეს, რომელიც თავის ნაშრომში ყურადღებას ამახვილებს არა ციხესიმაგრის ნანგრევებზე არამედ ციხესიმაგრესთან არსებული ციკლოპური წყობით (დუღაბის გარეშე ქვების წყობა) აგებულ მიწისქვეშა ნაგებობებზე, რომელიც ციხეზე გაცილებით უფრო ადრე უნდა იყოს აგებული, მეგრელიძე ამ ადგილს ასე აღწერს:
„აღმოსავლეთ გურიაში ასევე აღსანიშნავია ერთი ნაგებობა, რომელიც მდებარეობს გურიისა და ახლციხის საზღვართან ახლოს მთაზე სახელად „ღომის ციხე“, მთაზე არის სამი პრიმიტიული მიწისქვეშა ნაგებობა, რომლებიც აშენებულია უზარმაზარი დაუმუშავებელი ქვის ლოდებით, კედლის წყობა ციკლოპური ტიპისაა. მწყემსები ამ ნაგებობებს „ოდიებს“ (სასახლე, სახლი) უწოდებენ.
მიწისქვეშა ნაგებობები ძალიან საინტერესოა და განთავსებულია მთლიანად მიწის ქვეშ, მათ შესასვლელი აქვთ გვერიდან, საიდანაც ვიწრო გვირაბების გავლით შევდივართ შიდა სათავსოებში, რომელთაც აქვთ გუმბათისებრი ზემოთ შეკრული ჭერი. ეს ძეგლი ჯერ არავის არ შეუსწავლია, მაგრამ მათი გათვალისწინებით შეიძლება დავადგინოთ, რომ გურიის ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული იყო ავტოქთონური მოსახლეობით.
მწყემსები ამბობენ, რომ „ღომის ციხიდან“ ახლოს არის ერთი ადგილი, რომელსაც „ვარდიან ქვას“ უწოდებენ. მათივე თქმით ამ ადგილზე არის ქვასვეტი რომელზეც ჩამოკიდებულია რკინის ჯაჭვი. მე ვერ შევძელი ამ ადგილის მონახულება, რადგანაც იგი ისეთ სიმაღლეზეა, რომ 1932 წლის 4 ივლისს, როდესაც მე ღომის ციხეზე ვიყავი იქ უკვე თოვლი მოსულიყო, რაც შეუძლებელს ხდიდა მის დათვალიერებას. თუ ეს ინფორმაცია შეეფერება სინამდვილეს ამ ძეგლს ჭეშმარიტად მეცნიერული ღირებულება გააჩნია. ძეგლის შესწავლა შევთავაზე პროფესორ მელპკსეტ-ბეკოვს, მაგრამ მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა მისი ადგილზე ნახვა.
თანამედროვე გურიის მოსახლეობაში არსებული თქმულების მიხედვით ღომის ციხის მიწისქვეშა ნაგებობები ადგილობრივმა მოსახლეობამ ააშენა თავდაცვის მიზნით იმ პერიოდში, როცა გურიაში ალექსანდრე მაკედონელი შემოიჭრა. რა თქმა უნდა ამ თქმულებას არ გააჩნია ისტორიული საფუძველი და არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც სარწმუნო წყარო იმისათვის, რომ დადგინდეს ნაგებობის შექმნასთან დაკავშირებული გარემოებები.“
ქვაში ჩაჭედილი რკინის ჯაჭვზე და მსის სამაგრზე რამდენიმე ცნობა კიდევ არსებობს გურიაში, კერძოდ ამდაგვარ ქვას აღწერს დუნკელ ველინგი 1850-51 წელს გურიანთაში ციხის ეკლესიაში – “მე გავეშურე ადგილობრივი ღირშესანიშნავობების დასათვლიერებლად: პირველი მათგანი იყო საგვარეულო ციხე, რომელიც მდებარეობს გაცილებით უფრო მაღალ მთაზე ვიდრე თავადის სახლია. არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო ამ ნაგებობას ციხესიმაგრე, სიმაგრე თუ მონასტერი, მის კედელში ჩაშენებულია უზარმაზარი რკინის რგოლი. ადგილობრივთა თქმით ეს რგოლი ისევე როგორც სხვა მრავალი ასეთივე შემონახულია სვანეთში, მათი დანიშნულება უხსოვარ დროში გემების დაბმა ყოფილა, რომლებიც თითქოსდა აქ მოდიოდნენ, მათივე თქმით მთელი მაშინდელი სამეგრელო ზღვას ჰქონდა დაკავებული.”
ფოტოებზე – ღომის ციხის ნანგრევები
წყარო კახა ჩავლეშვილი