“ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა გადაწყვიტეს, ალაუფლების გამო, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე”-დეკანოიძე

“პანდემიასთან ბრძოლაში რეალურად დამტკიცდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია არავითარი საშუალება და სურვილი, რომ საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა გამოასწოროს. მათ შორის სიკვდილიანობის და ინფიცირების მაჩვენებელი, რომლითაც ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე, სწორედ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ღარიბაშვილმა, მისმა ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ძალაუფლების გამო, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე. შესაბამისად, უმძიმეს მდგომარეობასა და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძიებაზე მთელი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ხელისუფლებას ეკისრება”,- განაცხადა ენმ-ის წევრმა და ოპოზიციის ნაწილის ქუთასის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share