დიდი პოლიტიკური შეხვედრა “ქართული ოცნების” გარეშე. ევროკავშირის ოფისში დღეს ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შეიკრიბა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შესახვედრად.
ირაკლი ღარიბაშვილთან შარლ მიშელის რამდენიმე დღის წინანდელი საუბრის შემდეგ ევროპელი პოლიტიკოსები აშკარად აქტიურდებიან. პირველ რიგში თავად შარლ მიშელი აქვეყნებს ტვიტს და მოითხოვს შეთანხმების შესრულებას.
დღეს კი სპეცწარმომადგენელი ოპოზიციას უდასტურებს, რომ საქართველოს ფინანსური დახმარება მართლაც შეჩერდება თუ არ შესრულდა კონკრეტული პირობები. ქვეყანა ახლა სანქციების მოლოდინშია.