იგეგმება მილიონობით დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინის განადგურება

მწარმოებელი კომპანია, ბალტიმორის საწარმოში მომხდარი შეცდომის შედეგად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „Johnson & Johnson“- ის მილიონობით ვაქცინის განადგურებას აპირებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკის წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა.

თითოეული დოზა, შესაძლოა, დაინფიცირებული და გამოსაყენებლად უვარგისი იყოს.

გამოცემის ინფორმაციით, არც ადმინისტრაციასა და არც მწარმოებელს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რამდენი დოზის განადგურება იგეგმება. თუმცა, გამოცემის ცნობით, „The New York Times“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია 60 მილიონ დოზაზე.

კომპანია „Emergent BioSolutions“-მა, რომელიც აწარმოებს ვაქცინას, აპრილში ამერიკის წამლის ადმინისტრაციის განკარგულებით შეწყვიტა წარმოება, ვინაიდან, პრეპარატის კომპონენტები აერიათ „ასტრაზენეკას“ კომპონენტებთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share