სკოლის ფსიქოლოგის ანაზღაურება 1300 ლარი იქნება – ვაკანსიებს მანდატურის სამსახური აცხადებს

https://www.etaloni.ge/საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ფსიქოლოგების შესარჩევ კონკურსს. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გაკეთება 25 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

განაცხადის შესავსებად დააკლიკეთ აქ – სააპლიკაციო ფორმა

კონკურსს ტარდება შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში:

თბილისისა და მცხეთა მთიანეთის ცენტრი

  • თბილისი – 2 ვაკანსია;

კონკურსის პირობები და კანდიდატისთვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;

სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

ენის სრულყოფილი ცოდნა;

რუსული, სომხური ან აზერბაიჯანული ენების ცოდნა (სასურველი);

საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook).

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

შრომის ანაზღაურება: 1300 ლარი (დარიცხული) 

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

საკონკურსო თემატიკა:

ა)  საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III და IV თავები);
გ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი (X1 და X2 თავები);
დ)  „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილება;
ე) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის N141/ნ ბრძანება.

 ფუნქციები:

  • მომსახურების მიღების მიზნით მოსული სუბიექტებისათვის კეთილსინდისერი და სათანადო მომსახურების გაწევა კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების პრინციპის დაცვით;
  • ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა (პრევენცია (პროფილაქტიკა), შეფასება, ფსიქოთერაპია, ფსიქოკონსულტაცია, რესოციალიზაცია) საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე მოსწავლეებისათვის;
  • მოსწავლისათვის ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, მანდატურების, უფლებამოსილი პირების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ან/და მასწავლებლებისათვის;
  • საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის, პედაგოგებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის;
  • საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრების ჩატარება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პედაგოგებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;
  • ტრენინგებისათვის, საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებისათვის მოდულების მომზადება;
  • ვიზიტების განხორციელება საჯარო სკოლებში და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, პედაგოგების ინფორმირებას და კონსულტირება;
  • ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მუდმივ ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მიღებულ ინფორმაციაზე დროულ და ადეკვატური რეაგირება;
  • კომპეტენციის ფარგლებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

ელექტრონულ ფოსტაზე (hr@mandaturi.gov.ge) გასაგზავნი დოკუმენტაცია:

სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული);
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
სპეციალობით არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share