საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი. უწყება საზოგადოებას მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ, ვინაიდან გარკვეულ რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რის გამოც ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება.