მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” ოზურგეთის ფილიალის ორ თანამშრომელს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.
“კრისტალის” ორი თანამშრომელია ინფიცირებული. მოკვლეულია კონტაქტები, ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.”- გვითხრა მჟავიამ.
შეგახსენებთ, გურიის რეგიონში ბოლო მონაცემებით სულ კორონავირუსის 1366 შემთხვევაა დადასტურებული.