“თქვენი ჟურნალისტები, ეს დღევანდელი, გუშინდელი, გუშინწინდელი, მიდიან და სპეციალურად ცდილობენ, რომ ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ. ცუდი სიტყვების მოსმენა არავის არ სიამოვნებს. როგორ შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, რაც ილაპარაკა, ყურს არ გაეგონება ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანს რომ გამოიყვან მდგომარეობიდან, მერე ამას ტირაჟირებას რომ გაუკეთებ და გაავრცელებ, ეს არის სწორედ კანონდარღვევა, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს ადამიანი რომ მოვიყვანე მონასტერში, სპეციალურად მარტო დავასახლე, რომ ადამიანებთან არ ჰქონოდა შეხება, მეტი რა გავაკეთო? განდეგილია ადამიანი, მარტო ცხოვრობს, საერთოდ არ შეიძლება იქ მისვლა”.
– ამბობს მეუფე ნიკოლოზი ბერი იოანეს მიერ ჟურნალისტების შეურაცხყოფაზე ფორმულას ეთერში.