საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტი ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის კლინიკაში ადგილი მთელი დღე ვერ მოიძებნა

კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰოსპიტალში შეყვანიდან მალევე დამძიმდა. აუცილებელი იყო მისი ჰოსპიტალიზაცია, რადგან საველე ჰოსპიტალში მძიმე პაციენტების მართვა ვერ ხდება, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შველას ამაოდ ელოდა. მთელი დღის განამვალობაში დედაქალაქის ვერცერთ კოვიდსაავადმყოფოში მისთვის  ადგილი ვერ მოიძებნა.

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 80-ზე მეტი პაციენტია, ყველა მათგანი ჟანგბად დამოკიდებულია და ექიმების განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს. დედაქალაქის კოვიდ კლინიკებში ყველა პალატა კოვიდპაციენტებითაა სავსე. რთული ეპიდვითარების ფონზე ექიმები მძიმე პაციენტების მკურნალობას ვერ აუდიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share