აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” ორი ლიდერის ლიკვიდირება მოხდა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” ავღანური განშტოების ორი ლიდერის ლიკვიდირება მოხდა. საჰაერო იერიშის შედეგად, რომელიც ავღანეთში განხორციელდა,დაშავდა დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავიაიერიშს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამასთანავე, პენტაგონს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდირებული ლიდერების ვინაობა არ გაუსაჯაროვებია, თუმცა აღინიშნა, რომ ისინი იყვნენ დაჯგუფების ორგანიზატორები და ფასილიტატორები.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ავიაიერიში ქაბულის აეროპორტში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ პასუხისმგებლობის აღებას მოჰყვა და ამ ფაქტიდან ერთი დღის შემდეგ განხორციელდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share