დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ორ ეპიდემიოლოგს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ მიაწოდა.
“ორი თანამშრომელი გვყავს ინფიცირებული. ისინი გადიან მკურნალობას, სულ ხუთნი ვართ, დარჩენილი სამი თანამშრომელი ცალკე ოთახებში ვაგრძელებთ მუშაობას 72 საათიანი ტესტირების რეჟიმში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჩემი თანამშრომლები სახლლებში, ახლობლებისგან და ნათესავებისგან დაინფიცირდნენ და არა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.”- გვითხრა მჟავიამ.