იუსტიციის სამინისტრო სრულად აცრილებისთვის შეღავათებს აწესებს. Covid-ვაქცინით ორჯერადად აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ, ნაწილს კი – ნახევარ ფასად.
სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:
- ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა.
 - ·უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.
 
ორივე დოზით აცრილ პირებზე 50% იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:
- ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
 - ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.
 
“შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი” – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.








