როგორ არ უნდა გიხაროდეს – ბოლოსდაბოლოს გვეღირსა (მეორე “კრუგზე”) ნამდვილი ჯიგარი ვაჟკაცი პრემიერი – ევროპა ჩემი უფროსი არააო!!! აბაა???!!! რა ეგონათ მაგ “უტვინო” ევროპელებს, ასე იოლად დავთანხმდებოდით ნორმალური სახლმწიფო შეგვექმნა????!!!
მიუჩინა მისი ადგილი მაგ არამკითხეებს, მაგას შემევევლე, მასე მოუხდებათ მაგათ!!!
აბა გეისულელეს თავი, ევროკავშირის დროშა ორჯერ რომ დავახიეთ თავზე და მერე დავწვით, ვერაფერი გეიგენ და რა ექნა ამასაც, უთხრა ასე მკვახედ!! და სიტყვა დამთავრებული არ ქონდა და იქვე ჩვენი ნაღდი მეგობარი ქვეყნის (მაინც რას ნიშნავს ერთმორწმუნე ძმა, არაა???!!!) მყისიერი მხარდაჭერა – აქაოდა ეგენი ვინმეს უპატრონოები არ ეგონოთო!!!!!
მარა რატომღაც სსრკ რომ სულს ღაფავდა, მაშინდელი ცნობილი ანეკდოტი გამახსენდა – ყანაში მომუშავე ორი გურული შუაზე გადატეხილ პრიმას რომ გააბოლებს და ერთი ეკითხება, რაიო ბიჯო მაგ მათხუარმა რეიგანმა, რა გვინდაო????
ხუმრობა იქეთ იყოს, და მართლა ასეთი იდიოტია, რომ ხალხი ჰგონია ასეთი იდიოტი ეს ბლეფი დაიჯეროს – ჩვენ ვთქვით უარი 75 მილიონ ევროზეო???
გევიგეთ ბატონო, ეკონომიკა ისე გადეირია ფული სა წევიღოთ არ ვიცით, მარა უჟანგბადობით, უწამლობით, უადგილობით გარდაცვლილ ადამიანებს თვლა რომ აღარ აქვს, არ გაგიგიათ???
ექიმები, ექთნები, სანიტრები უკვე შესაძლებლობების ზღვარს მიღმა რომ იბრძვიან თქვენთვის არ უთქვამთ, ჰო???!!!
და საერთოდ, თქვენს ხელში უკვე გენოციდად ქცეული პანდემიის დამანგრეველი შედეგების ოდნავ შერბილებაზე ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ??? თითი თითზე დაგიკარებიათ???
გამომივიდნენ დარდიმანდები – მილიონებს ატანენ ქარს უვიცობით, უპასუხისმგებლობით, და მერე ამით ტრაბახობენ!!!!
მგონი ნამეტანი მოგივიდათ ბიძიკოებო, კოკა წყალზე ტყდება!!!!!
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გურიის ყოფილი ვიცე გუბერნატორი ნოდარი გოგუა