გურულების გამოთქმაა: ხეს რომ უთხრა, გახმი გახმიო, ქე გახმებაო. ასე ხდება, თუ უკვე მოხდა, საქართველო ამ ნაგავმა ქოცმა ხელისუფლებამ გაახმო.
1921 წელს რუსმა და ქართველმა ბოლშევიკმა პოლიტიკური რუკიდან გააქრო ჩვენი სახელმწიფო და ახლაც იგივე უნდათ. ამაში დამნაშავე მათთან ერთად ეს უხერხემლო და ისეთივე ნაგავი ოპოზიციაა და ჩვენი საზოგადოებაა, გაუნათლებელი, მომხმარებელი და ჭკუასუსტი, რომელიც ,,აკოპში” ზის და სეირის მაყურებლად გვევლინება. ეს ყველას ბრალია. ეს ქვეყანა არ იმსახურებს ასეთ ბედს და მომავალს, ასეთ დეგენერატ მთავრობას. ნიჰილიზმია საზოგადოებაში გამეფებული, ბრძოლის მუხტია ჩამქრალი… მახსენდება შალვა ქიქოძის ნათქვამი …
რისთვის, რომელი ცოდვებისათვის, რა დანაშაულისათვის საცოდავი, ღატაკი, ნიჭიერი ხალხი შიმშილით და სენით უკანასკნელ სულსა ლევს. მზად ვარ, ძალიან ხშირად საქართველოს გზისკენ გამოვწიო…
ევროპაში ყოფნა და იქ მუშაობა მხოლოდ მაშინ არის კარგი და ნაყოფიერი, როდესაც სახლი არ გეწვის, როდესაც იცი, რომ გაქვს პატარა, ძვირფასი მიწა_წყალი, სადაც ხალხი შენზე ნაკლებ კი არა, შენზედ ბევრად ბედნიერი არის მისთვის, რომ თავის მიწის მშვენიერებას ყოველდღე ჰხედავს და არც ხედვა მოსწყინდება. აბა, რა შემიძლია მე გავაკეთო ეხლა აქ, როდესაც საქართველოს ამბებით ზნეობრივათ სრულიად განადგურებული ვარ…” მიდით ეხლა და ხმა მიეცით ისევ ქოცებს – ვაიმე მიშა არ ჩამოვიდეს შიშით. მიშა კი არა კაშჩეი ბესმერტნი დაგადგებათ მალე თავზე და კატიუშას გამღერებთ რამდენიმე ხმაში!
და კიდევ გამომიხტებიან ეს პენისები და როცა გურიის რესპუბლიკაზე ვწერ- ეს კუთხური ნაციონალიზმიაო. საქართველოს დანაწევრებააო! საუბრობენ იმაზე რაზეც წარმოდგენაც არა აქვთ ამ იდიოტებს.
წადით თქვენი! საქართველო დანაწევრებას კი არა, მალე მისი ჩაყლაპვის ცერემონიალს იხილავთ თუ ასე გაგრძელდება!
წერს ისტორიკოსი ირაკლი მახარაძე